ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული საჰაერო თავდასხმა მიკოლაევზე


Russia's invasion of Ukraine continues

სამხრეთ უკრაინის ქალაქ მიკოლაივის ადმინისტრაციის შენობაზე განხორციელებული რუსულ საჰაერო თავდასხმას, 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 18 დაჭრილი ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

“მათ გაანადგურეს შენობის ნახევარი, ჩემს ოფისში შევიდნენ” - ამბობს ნიკოლაივის გუბერნატორი, ვიტალი კიმი და სოციალური ქსელით, მომხდარის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

კიმი თავდასხმის შესაძლო დადებით მხარეზეც საუბრობს. ის ვარაუდობს, რომ რუსეთმა უარი თქვა ქალაქის დაპყრობის მცდელობაზე.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომს, მეზობლის განიარაღებისთვის, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. ის უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამიღებას და კომენტარს არ აკეთებს მიკოლაივზე განხორციელებულ თავდასხმაზე.

გაეროს მონაცემებით, რომელიც ორგანიზაციამ კვირას გამოაქვეყნა, უკრაინაში ომის დაწყებიდან 26 მარტის ჩათვლით, 1119 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ ზოგიერთი რეგიონიდან, სადაც ბრძოლა ჯერ კიდევ მიმდინარეობას, ინფორმაციის სრულად მიწოდება ან გადამოწმება შეუძლებელია. ამიტომ, გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ვარაუდობს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.

XS
SM
MD
LG