ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რუსეთი და უკრაინა კრიტიკულ საკითხებზე შეთანხმებასთან ახლოსაა" - ჩავუშოღლუ


თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, მევლუთ ჩავუშოღლუ და სერგეი ლავროვი, მოსკოვი.
თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, მევლუთ ჩავუშოღლუ და სერგეი ლავროვი, მოსკოვი.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა და რუსეთი, „კრიტიკულ“ საკითხზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. ჩავუშოღლუ იმედს გამოთქვამს, რომ თუ მხარეები აქამდე მიუღწეულ პროგრესს შეინარჩუნებენ, ცეცხლი შეწყდება.

უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დმიტრო კულებამ და სერგეი ლავროვმა, მარტის დასაწყისში, პირისპირ შეხვედრა თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში გამართეს. შეხვედრას, რომელიც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, ასევე ესწრებოდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

გასულ კვირას, ჩავუშოღლუმ უკრაინისა და რუსეთის პირველ დიპლომატებთან შეხვედრა კვლავ გამართა. სწორედ ამ შეხვედრების შემდეგ, თურქულ გამოცემა "ჰურიეთთან" საუბრისას მან განაცხადა, რომ „ორივე მხარის პოზიციები, მნიშვნელოვან, კრიტიკულ საკითხებზე დაახლოვდა.“

„შეიგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მხარეები ამჟამინდელი პოზიციიდან ნაბიჯს არ გადადგამენ, ცეცხლის შეწყვეტის იმედი გვაქვს“ - აცხადებს ჩავუშოღლუ, თუმცა არ აკონკრეტებს, რა საკითხებზე „დაახლოვდა“, რუსეთისა და უკრაინის პოზიციები.

თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა ტელეკომპანია „ალ-ჯაზირასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მხარეების პოზიციები ოთხ ძირითად საკითხზე ახლოვდება. მან დაასახელა რუსეთის მოთხოვნა უკრაინის მიმართ, უარი თქვას ნატოში გაწევრიანების ამბიციებზე, დემილიტარიზაციაზე, რასაც რუსეთი "დენაციფიკაციას" უწოდებს და უკრაინაში რუსული ენის დაცვის საკითხი.

უკრაინამ და დასავლეთმა უარყო რუსული ბრალდებები, უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ ხელმძღვანელობაში "ნეონაცისტების" არსებობის შესახებ და ამას უსაფუძვლო პროპაგანდა უწოდა. თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერიც აცხადებს, რომ ასეთი განცხადებები კიევისთვის შეურაცხმყოფელია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG