ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი და ბელარუსი ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნეს


ალექსანდრე ლუკაშენკო (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ)

ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ (IIHF) შაბათს განაცხადა, რომ რუსეთის და ბელარუსის ნაკრები ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნილნი არიან. მათ ფინეთში დაგეგმილ ჩემპიონატზე, საფრანგეთის და ავსტრიის ნაკრები ჩაანაცვლებს, რომლებიც რანგით შემდეგი გუნდები არიან.

რუსეთში და ბელარუსში ყინულის ჰოკეი ძალზე პოპულარულია. რუსეთში სპორტის ეს სახეობა ეროვნული პრესტიჟის დონეზეა აყვანილი.

19 მარტს გაკეთებული განცხადება, რუსეთის უკრაინაზე განმეორებით თავდასხმას უკავშირდება, რომელიც არაპროვოცირებული იყო. ბელარუსი კი კრემლის მთავარი მხარდამჭერი და ამ ომში მისი უშუალო პარტნიორია.

ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატი მაისშია დაგეგმილი. ის ფინეთის ორ ქალაქში 13 მაისს დაიწყება და 29 მაისამდე გაგრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG