ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს


თეთრი სახლი

შეერთებულმა შტატებმა რუსეთში კიდევ უფრო მეტი პირის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო. სანქციები უწესდება ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოსაც, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს მხარს უჭერს.

სანქციების სიაში მოხვდნენ 11 რუსი სამხედრო ლიდერი, მათ შორის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი ვიქტორ ზოლოტოვი.

ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა, სანქციები დაუწესა ოთხ რუს პირსა და ერთ ორგანიზაციას, რომლებიც რუსი ადვოკატის, სერგეი მაგნიცკის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებენ ან უკავშირდებიან უფლებადამცველის ოიუბ ტიტიევის დაკავების საქმეს.

ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, სანქციების სიაში ასევე მოხვდა ლუკაშენკოს მეუღლე. გაფართოვდა სანქციები თავად ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის წინააღმდეგაც.

ეს ბოლო ნაბიჯებია, რაც შეერთებულმა შტატებმა გადადგა რუსეთის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, რომელსაც ის „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებს.

XS
SM
MD
LG