ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ბალეტის წამყვანი სახეები უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანდებიან


მსოფლიოში ცნობილი ბალეტის მოცეკვავეები რუსეთიდან, უკრაინიდან, არგენტინიდან, კუბადან, საფრანგეთიდან და იაპონიიდან სპეციალურად მოწყობილ გალაზე შეიკრიბნენ. ხელოვანები უკრაინისთვის თანხების შესაგროვებლად და მშვიდობის გზავნილის გასაგზავნად გაერთიანდნენ.

„ჩვენ, როგორც ხელოვანებს გვაქვს ნიჭი და უნდა გამოვიყენოთ ეს ნიჭი იმისთვის, რომ ვთქვათ ის, რისიც გვჯერა“, უთხრა სააგენტო AFP-ს უკრაინელმა ივან პუტროვმა, რომელიც ღონისძიების თანაორგანიზატორია. გალა ინგლისის ნაციონალური ოპერის ლონდონის კოლიზეუმში გაიმართა.

გალას ჩატარებამდე, ორგანიზატორებმა თქვეს, რომ იმედოვნებენ, რომ $130,000 მოაგროვებენ "კატასტროფების საგანგებო კომიტეტისთვის", რომელიც ბრიტანეთში არსებული საქველმოქმედო კოლექტიური ორგანიზაციაა და უკრაინას ეხმარება. მასში შემავალ ორგანიზაციებს შორისაა წითელი ჯვარიც.

XS
SM
MD
LG