ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუს ოლიგარქებს ევროპაში იახტები ჩამოართვეს


იახტა Amore Vero

საფრანგეთმა და გერმანიამ რუს ოლიგარქებ ორი სუპერ-იახტა ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის ხელისუფლება და ჟურნალი „ფორბსი“ ავრცელებს.

გემების გადაადგილების თვალთვალის მონაცემების აჩვენებს, რომ მინიმუმ ხუთი სხვა სუპერ-იახტა, რომელიც რუსი მილიარდერების საკუთრებაშია, მალდივებში ჩერდება, ან მოძრაობს.

იახტები მალიდვების წყლებში მას შემდეგ შევიდა, რაც დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა. ვაშინგტონმა, ევროკავშირმა და ცალკეულმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მათი სანქციების სამიზნე ის ოლიგარქებიც იქნებიან, ვინც სიმდიდრე და პოლიტიკური გავლენა, პუტინის პრეზიდენტობის დროს დააგროვეს.

"მადლობა ფრანგ მებაჟეებს, რომლებიც ახორციელებენ ევროკავშირის სანქციებს რუსეთის მთავრობასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ", - თქვა ხუთშაბათს საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მაირმა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის საბაჟოებმა 88 მეტრიანი იახტა, Amore Vero დააკავეს.

მინისტრის ცნობით, იახტა, რომლის მფლობელი კომპანია, „როსნეფტის“ ერთ-ერთი მთავარი აქციონერია, მაშინ დააკავეს, როცა მის გაყვანას ცდილობდნენ. კომპანია პუტინის ახლო მოკავშირეს, იგორ სეჩინს ეკუთვნის.

"ფორბსის" ცნობით, კიდევ ერთი იხატა, რომლის ღირებულება 600 მილიონი დოლარია და ასევე რუსი მილიარდერი, ალიშერ უსმანოვი ფლობდა, ჰამბურგის ჩრდილოეტ პორტში დააკავეს.

მანამდე, კიდევ ერთმა რუსმა მილიარდერმა, რომან აბრამოვიჩმა განაცხადა, რომ მის მფლობელობაში მყოფ საფეხბურთი კლუბ „ჩელსის“ გაყიდის და მიღებულ თანხას, ომის მსხვერპლის დასახმარებლად გაიღებს. მიმომხილველთა შეფასებით, ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ რუსი ოლიგარქები ცდილობენ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს დაუძვრნენ.

შეერთებული შტატები ამზადებს სანქციების პაკეტს მეტი რუსი ოლიგარქის, ასევე მათი კომპანიებისა და აქტივების მიმართ, განაცხადა სააგენტო როიტერთან საუბრისას, ორმა წყარომ ოთხშაბათს, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები იმუშავებს მდიდარი რუსების იახტების, ძვირადღირებული ბინების და კერძო თვითმფრინავების ჩამორთმევაზე. სანქციების მორიგ პაკეტს ამზადებს ევროპის კავშირიც.

მანამდე, 22 თებერვალს რუსეთისთვის სანქციების „პირველი ტრანშის“ გამოცხადების დროს, პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთის პოლიტიკური ელიტისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ თქვა „ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ მიღწევებს და ასევე უნდა გაიზიარონ ტკივილიც“.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG