ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თავდაცვის ხაზი რუსეთის შეტევებს იგერიებს


ვოლოდომირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი, ხუთშაბათს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ხაზები, რუსეთის თავდასხმას იგერიებენ. იმავე მიმართვაში, ზელენსკი ამბობს, რომ შუაღამის შემდეგ, მოსკოვის მიერ, უკრაინის დაბომბვა არ განხორციელებულა.

„ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი, გარდა ჩვენი თავისუფლების“ - განაცხადა ზელენსკიმ ხუთშაბათის მიმართვაში და თქვა, რომ უკრაინა თავისი საერთაშორისო მოკავშირეებისგან, იარაღს ყოველდღიურად იღებს. ამასთან, მისივე თქმით, უკრაინაში საბრძოლველად 16 000 უცხოელი მოხალისე ჩაეწერა. ნაწილს უკრაინაში უკვე ელიან.

ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა და სამოქალაქო პირებს ბომბავს. მისი თქმით, უკრაინამ წარმატებით შეძლო წინააღმდეგობა გაეწია მოსკოვის პირველადი გეგმისთვის, რომელიც სახლმელეთო შეტევით, სწრაფ გამარჯვებას გეგმავდა.

ზელენსკი ურჩევს რუსეთს, შეისწავლოს სიტყვა „რეპარაციის“ მნიშვნელობა, რადგან კიევი მოსკოვს, შეჭრით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოსთხოვს.

რეპარაცია საერთაშორისო სამართლის საუბიექტის მატერიალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც სამართლის დამრღვევს მატერიალური ზარალის ფულადი ან გარკვეული საქონლის ანაზღაურება მოეთხოვება.

ემოციურ გამოსვლაში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინელებმა ბევრ რამეს გაუძლეს, მათ შორის, გადაიტანეს ორი მსოფლიო ომი, ჰოლოდომორი, ჰოლოკოსტი, საბჭოთა ტერორი, ჩერნობილის ბირთვული აფეთქება, ასევე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთში მეამბოხეების მხარდაჭერა.

"ჩვენ არ გვაქვს ყველაზე დიდი ტერიტორია... ჩვენ არ გვაქვს ბირთვული იარაღი, ჩვენ არ ვაწვდით ნავთობს და გაზს საერთაშორისო ბაზრებს. მაგრამ, ჩვენ გვყავს ჩვენი ხალხი. ჩვენ გვაქვს ჩვენი მიწა. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით“ - განაცხადა ზელენსკიმ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG