ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის თავდაცვა 498 დაღუპული სამხედროს შესახებ იტყობინება


რუეთის უკრაინაში შეჭრიდან მეშვიდე დღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 498 რუსი სამხედრო დაიღუპა 1 597 კი დაიჭრა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამინისტრომ დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ცნობები გაავრცელა.

„სამწუხაროდ გვაქვს დანაკარგები. 498 რუსი სამხედრო დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. ჩვენ ყველაფრით დავეხმარებით მათ ოჯახებს. 1 597 ჩვენი თანამებრძოლი დაიჭრა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ „ოპერაციაში“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების არც წვევამდელები და არც იუნკერები არ მონაწილეობენ,“- თქვა ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდავის სამინისტროს პრესსპიკერმა, იგორ კოშენკოვმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ათასობით რუსი სამხედროს დაღუპვის შესახებ „მიზანმიმართულ დეზინფორმაციას“ უწოდებს.

„რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები ავლენენ გამბედაობას, სიმამაცეს და გმირობას სპეცოპერაციის დროს,“- თქვა კოშენკოვმა.

რუსეთი კვლავ აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ მოსკოვი უკრაინაში სამხედრო ოპერაციას ატარებს და ეს ომი არ არის. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით „სპეციალური ოპერაცია“ წარმატებით მიმდინარეობს“.

„ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის ჯარები, რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერით, აგრძელებენ წარმატებულ შეტევით ოპერაციებს. დაწესდა კონტროლი კრასნი ლიმანის, ტორსკოეს, კრემენნაიას, ვარვანოვკას, ბოროვენკის დასახლებებზე. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჯარებმა ბლოკადაში მოაქციეს ქალაქ მარიუოპოლის, პრომოსკის და პრიაზოვსკის ტერიტორიები“,- ამბობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი.

მოსკოვი ამ დრომდე არ ასაჯაროებს ინფორმაციას სამხედრო ტექნიკის მხრივ დანაკარგების შესახებ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG