ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მოვუწოდებთ რუსეთს, შეცვალოს აღიარება" - ევროკავშირის დეკლარაცია


ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, უკან წაიღოს უკრაინის ტერიტორიების დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარება და აფრთხილებს, თვითგამოცხადებულ „რესპუბლიკებთან“ ახლადხელმოწერილი პაქტი არ გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ, შემდგომი სამხედრო ნაბიჯების გადადგმის საბაბად.

ევროკავშირი მკაცრად გმობს, ვლადიმირ პუტინის მიერ, უკრაინის ტერიტორიების "დამოუკიდებელ სუბიექტებად" ცნობას და კრემლს მოსალოდნელი, სწრაფი ეკონომიკური და პოლიტიკური საქნციების შესახებ აფრთხილებს.

"ჩვენ ვაფრთხილებთ რუსეთს, თვითგამოცხადებულ „რესპუბლიკებთან“ ახლადხელმოწერილი პაქტი არ გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ, შემდგომი სამხედრო ნაბიჯების გადადგმის საბაბად. ევროკავშირი მზადაა, სწრაფად მიიღოს უფრო ფართო პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები", - ამბობს ბრიუსელი.

ევროკავშირი, რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დეკლარაციას აქვეყნებს. მასში ნათქვამია, რომ რუსეთმა, როგორც კონფლიქტის მხარემ, უნდა შეცვალოს აღიარება, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, დაიცვას საერთაშორისო სამართალი და დაუბრუნდეს უკვე არსებულ მოლაპარაკებების ფორმატებს, მათ შორის ნორმანდიის ფორმატისა და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებს.

"ევროკავშირი მკაცრად გმობს პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებას, მთავრობის მიერ არაკონტროლირებადი, უკრაინის დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქები, დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარის და რუსეთის ჯარები გაგზავნოს. ეს უკანონო აქტი, კიდევ უფრო უთხრის ძირს უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას და წარმოადგენს სამართლისა და საერთაშორისო შეთანხმებების სერიოზულ დარღვევას, მათ შორის, გაეროს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და ბუდაბეშტის მემორანდუმის დარღვევას", - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ევროკავშირი ასევე მოუწდოებს სხვა ქვეყნებს, არ მიჰყვნენ რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებას, მთავრობის მიერ არაკონტროლირებული უკრაინის რეგიონის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გადაწყვეტილების შესახებ.

"როგორც მინსკის შეთანხმებების ხელმომწერს, რუსეთს აქვს მკაფიო და პირდაპირი პასუხისმგებლობა, იმუშაოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, ამ პრინციპების შესაბამისად. მთავრობის მიერ არაკონტროლირებული უკრაინის რეგიონის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გადაწყვეტილებით, რუსეთი აშკარად არღვევს მინსკის შეთანხმებებს, რომელიც ამ ტერიტორიების უკრაინის მთავრობის კონტროლის ქვეშ სრულ დაბრუნებას ითვალისწინებს.

შესაბამისად, რუსეთი არღვევს თავის ვალდებულებას, ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, ნორმანდიული ფორმატისა და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში იმუშაოს. ვალდებულებებს, რომელიც მას არაერთხელ გაუმეორებია, მათ შორის ბოლო დროს. ის ასევე არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს 2202 წლის რეზოლუციას, რომელიც მინსკის შეთანხმებების სრულ შესრულებას მოითხოვს", -აცხადებს გაერთიანება.

ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ხელახალ შეჭრას უკრაინის ტერიტორიებზე, ბრიუსელი ახალი სანქციებით უპასუხებს.

"ევროკავშირი ამ უახლეს დარღვევებს უპასუხებს სასწრაფოდ, დამატებითი შემზღუდავი ზომებით, მათ შორის ყველა ეკონომიკურ ურთიერთობაზე არასამთავრობო კონტროლირებად ტერიტორიებთან, ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შელახვაზე პასუხისმგებელი პირებისა და სუბიექტების მიმართ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად", - ამბობს გაერთიანება.

განცხადება ბრიუსელმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც რუსეთმა ორშაბათს აღმოსავლეთ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონი - დონეცკი და ლუჰანსკი - ფორმალურად აღიარა და იქ ჯარების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG