ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთისგან "ნათელ, ეფექტურ" მხარდაჭერას ითხოვს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ კიევი დასავლეთისგან მხარდაჭერის "ნათელ" ნიშნებს და ქმედებებს ელოდება. პრეზიდენტს ზელენსკის თქმით, უკრაინა მაშინ, როდესაც რუსული აგრესიისა და რუსეთის ქვეყანაში შეჭრის საფრთხის წინაშე დგას, თავისი პარტნიორებისგან არა მხოლოდ სიტყვიერ, არამედ ქმედით მხარდაჭერას ითხოვს.

"ჩვენ ველით ნათელ და ეფექტურ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორებისგან. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვნახოთ, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და პარტნიორი და ვინ შეაშინებს რუსეთს სიტყვებით",- თქვა სატელევიზიო მიმართვის დროს უკრაინის პრეზიდენტმა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კი პრეზიდენტმა ზელენკიმ თქვა, რომ ის განიხილავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას. ამ ინიციატივით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა.

ზელენსკიმ სანქციების აუცილებლობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროა "ჩრდილოეთის ნაკად 2-ის სრული შეჩერება". საუბარია რუსეთიდან და გერმანიამდე მიმავალ გაზსადენზე, რომელიც ამ დრომდე არსებულებ მილსადენებს შორის ყველაზე დიდია. გეგმის მიხედვით, ბუნებრივი აირი ამ მილსადენს რუსეთიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლითა და უკრაინის გვერდის აქცევით უნდა გადაეტანა. რაც ეკონომიკურ ზარალს აყენებდა უკრაინას და რუსეთს პოტენციურად ენერგო მონოპოლიას მისცემდა ევროპაზე.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკვე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეაჩერებს სადავო გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირების პროცესს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოქმედების საპასუხოდ.

ზელენსკის ხალხისადმი მიმართვა მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ლუჰანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა "აღიარა".

პუტინმა ასევე თქვა, რომ ადგილობრივების დასაცავად ამ ტერიტორიებზე ჯარებს აგზავნის.

პუტინის საპასუხოდ, გუშინვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციების ნაწილი აამოქმედა. ნაწილის შესახებ კი დღეს უნდა გაკეთდეს განცხადება.

XS
SM
MD
LG