ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავადობის და სიკვდილობის პროცენტული რაოდენობით ევროპა დღეს მსოფლიოს ლიდერია


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეული მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კოვიდ19-ის პანდემიის მხრივ ერთ-ერთი ურთულესი ვითარება ევროპის კონტინენტზეა. ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ ევროპაში ყველაზე მზარდია ახალი შემთხვევებისა და სიკვდილობის პროცენტული მაჩვენებელი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ევროპაში მხოლოდ ერთ კვირაში 7 პროცენტით გაიზარდა ახალი ინფიცირებულების დადასტურებული რაოდენობა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი - 10 პროცენტით.

ევროპის ქვეყნებს შორის, ყველაზე მაღალი მონაცემები გერმანიაშია, სადაც პანდემიური შეზღუდვები მკაცრდება. ბოლო კვლევების მიხედვით, შვიდდღიანი ინფიცირების მაჩვენებლები 100 000 ადამიანზე გასულ კვირას 201.1-მდე გაიზარდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს აღემატება. გასულ წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გერმანიაში 197.6 იყო.

ევროპაში შექმნილ რთულ პანდემიურ ვითარებაზე ევროკავშირშიც იმსჯელეს. ევროკომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ვითარებას „კომპლექსური“ და „სწრაფად ცვალებადი“ უწოდეს. ბრიუსელი უახლოეს პერიოდში ვითარებასთან გასამკლავებლად ახალ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG