ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსში პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება - ბაბარიკას 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


ბელარუსში პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება. ლუკაშენკოს ყოფილ კონკურენტს ვიქტორ ბაბარიკას, სასამართლომ დღეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის კორუფციის ბრალდებით 2020 წლის ივნისში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე დააკავეს.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სასჯელის ვადა 15 წლით განსაზღვრა. იქიდან გამომდინარე, რომ ბაბარიკა ერთი წელია უკვე დაპატიმრებულია, ის ციხეში მომდევნო 14 წლის განმავლობაში დარჩება.

ბაბარიკა, რომელიც პრეზიდენტობისთვის იბრძოდა ამბობს, რომ უდანაშაულოა და კორუფციის ბრალდებით წარმოებულ საქმეს „შეთითხნილს“ უწოდებს.

ბაბარიკა 20 წლის განმავლობაში (2000-2020 წლებში) ხელმძღვანელობდა „ბელგაზრომბანკს“. მისი დევნა ბელარუსში მას შემდეგ დაიწყო, რაც მან საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვა გადაწყვიტა. მასთან ერთად გასულ წელს დააკავეს ბანკის 15 თანამშრომელი. მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დაკავებამდე ბაბარიკა ბელარუსში ლუკაშენკოს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად მიიჩნეოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG