ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაკავებული ბელარუსი ჟურნალისტი პრესკონფერენციაზე გამოჩნდა


რამან პრატასევიჩი
რამან პრატასევიჩი

მინსკში, ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, დაკავებული ბელარუსი ჟურნალისტი გამოვიდა. რამან პრატასევიჩი, საჯარო სივრცეში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ის მაისში მას შემდეგ დააკავეს, რაც ბელარუსმა „რაინეარის“ ათენი-ვილნიუსის რეისს მინსკში დაშვება აიძულა.

„ჩემს თავს ყველაფერი კარგადაა. არავის ვუცემივარ, არავინ შემხებია“, - თქვა პროტასევიჩმა პრესკონფერენციაზე. „მე მესმის რა ზიანიც მივაყენე არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ქვეყანასაც. ახლა მინდა ყველაფერი გავაკეთო რაც შემიძლია, რომ სიტუაცია შევცვალო“, - თქვა მან.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა პრატასევიჩი დაკავების შემდეგ საჯაროდ გამოჩნდა. გასულ თვეში, მან სატელევიზიო ინტერვიუში აღიარა, რომ პრეზიდენტ ალექსანდ ლუკაშენკოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა. პრატასევიჩმა ასევე უკან წაიღო მის მიერ ბელარუსი ლიდერის კრიტიკა.

პრესკონფერენციაზე პრატასევიჩი ოთხ ოფიციალურ პირთან ერთად იყო, რომლებიც ფორმაში იყვნენ წარმოდგენილნი. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრატასევიჩის გამოსვლა მასზე ზეწოლის შედეგია.

„ეს არაა პრესკონფერენცია, არამედ სცენა კაფკადან ან ორველიდან“, - დაწერა „ტვიტერზე“ ფრანაკ ვიაჩორკამ, ოპოზიციის ლიდერ სვიატლანა ციხანოუსკაიას მრჩეველმა. "არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ტყვეა", - თქვა მან.

პრატასევიჩი სოციალურ მედია „ტელეგრამში“, „ნექსტას“ არხს მართავდა, რომელიც გასული წლის საპროტესტო გამოსვლებს აშუქებდა.

შეერთებული შტატები და ევროკავშირი, რომლებმაც „რაიენარის“ ინციდენტის შემდეგ ბელარუსს სანქციების ახალი წყება დაუწესეს, პრატასევიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

გასულ წელს, ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, აგვისტოში არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. არჩევნებს ბელარუსის ოპოზიცია და დასავლეთი გაყალბებულად მიიჩნევს. არჩევნების შემდეგ, ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით, ქვეყნააში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG