ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სენატორების ვიზიტი დაიწყო - პირველი გაჩერება საოკუპაციო ხაზია 


საქართველოში ამერიკელი სენატორების ვიზიტი მიმდინარეობს. სენატორი ჯინ შაჰინ და სენატორი რობ პორტმანი უკვე იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან, სოფლებში ზემო ნიქოზსა და ერგნეთში. ამერიკელმა კანონმდებლებმა ადგილზე შეისწავლეს ვითარებას და გაეცნენ რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგებს.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი და მისი რესპუბლიკელი კოლეგა რობ პორტმანი კონფლიქტის ზონაში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიასთან ერთად ჩავიდნენ. მისიის ხელმძღვანელმა ამერიკელ სენატორებს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ქმედებების და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ.

საქართველომდე სენატორები უკრაინაში იმყოფებოდნენ, ჯინ შაჰინმა პარტნიორ ქვეყნებში ვიზიტამდე "ტვიტერზე" დაწერა, რომ მათი მიზანია ამერიკამ პარტნიორებს აჩვენოს ორპარტიული მხარდაჭერა რუსული აგრესიის წინააღმდეგ და რეფორმების გაგრძელების საკითხებში.

სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი რობ პორტმანი საქართველოში 2 დღის განმავლობაში დარჩებიან. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ სენატორებს რამდენიმე შეხვედრა აქვთ დაგეგმილი, მათ შორის მთავრობის, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

„საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი იქნება და მე ვფიქრობ, ისინი დაინტერესებულები არიან, რას აკეთებს საქართველო და რამდენად ძლიერი რჩება მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა,“- თქვა თბილისში შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა სენატორების ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე.

კონგრესის დელეგაცია, საქართველოში ვიზიტამდე კიევსა და ვილნიუსს ეწვია. ისინი პირველ ივნისს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს სვიატლანა ციხონუსკაიას შეხვდნენ. სენატორებმა ციხონუსკაიას მხარდაჭერა გამოუცხადეს და ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებები მკაცრად შეაფასეს.

„შეერთებული ორპარტიულად დგას ბელარუსი ხალხის გვერდით მათ მიერ ანგარიშვალდებული მთავრობის მოთხოვნაში და მე ვარ ამაყი, რომ ერთიანი გზავნილი მაქვს სენატორ პორტმანთან და სენატორ მერფისთან ერთად, რომ ჩვენ სრულიად ვეწინააღმდეგებით ლუკაშენკოს კორუფციასა და რეპრესიებს. როგორც [სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის] ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, მე ვიღებ პასუხისმგებლობას გავაკეთო ყველაფერი, რათა ციხანუსკაიას მცდელობას დავეხმარო და ხელი შევუწყო ბელარუსი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისთვის“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

ვიზიტის დაწყებამდე სენატორებმა „ამერიკის ხმის“ კითხვის საპასუხოდ განცხადება გამოაქვეყნეს სადაც წერია: „ საქართველოს შაჰინი და პორტმანი ეწვევიან, „რათა ეს იყოს ორპარტიული გზავნილი, რომ შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით მათი დემოკრატიის განმტკიცების საქმეში“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG