„ეს არ იყო უკრინა, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ... კორუფციით იყო გაჟღენთილი“ - მერკელი

ანგელა მერკელი, გერმანიის ყოფილი კანცლერი.

გერმანიის ყოფილი კანცლერი აცხადებს, რომ თანამდებობაზე ყოფნისას, ძლიერ ცდილობდა უკრაინაში ახლა არსებული ვითარების პრევენციას და საკუთარ თავს არ ადანაშაულებს იმაში, რომ ეს საკმარისად არ სცადა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არ გამოვიდა, მაგრამ საკუთარ თავს არ ვადანაშაულებ იმაში, რომ არ ვცადე“ - განაცხადა ანგელა მერკელმა, 2014 წლის მინისკის შეთანხმების თაობაზე.

ასევე ნახეთ: ანგელა მერკელის მემკვიდრეობა

მერკელი, რომელიც 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ მინისკის შეთანხმებამ ვითარება დაამშვიდა და უკრაინას საშუალება მისცა გამხდარიყო ის, რაც დღეს არის.

„რა შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ 2014 წელს არავინ დაინტერესდებოდა და პუტინი უბრალოდ გააგრძელებდა? არც კი მინდა ამის ცოდნა“ - ამბობს ყოფილი კანცლერი.

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინა ამერიკისგან და დიდი ბრიტანეთისგან ახალ დახმარებას მიიღებს

მერკელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს „საერთაშორისო სამართლის სასტიკ უგულვებელყოფას“ უწოდებს და ამბობს, რომ ამას გამართლება არ აქვს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ წინააღმდეგი იყო გეგმისა, რომლის მიხედვითაც უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანებულიყო, რადგან, ერთის მხრივ, ამით რუსეთთან ესკალაციის თავიდან აცილება სურდა, მეორეს მხრივ კი უკრაინა მზად არ იყო.

„ეს არ იყო უკრინა, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ... ქვეყანა არ იყო სტაბილური, კორუფციით იყო გაჟღენთილი“ - თქვა მან.