ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორია უბრალოდ დავთმოთ" - ზელენსკი


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი, ლუჰანსკის რეგიონში უკრაინელ ჯარისკაცებს ხვდება.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი, ლუჰანსკის რეგიონში უკრაინელ ჯარისკაცებს ხვდება.

პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად იბრძოლებს. ახლა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე რთული სახმელეთო ბრძოლა, სევეროდონეცკში მიმდინარეობს.

„ჩვენ უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორია უბრალოდ დავთმოთ. არჩევანი არ არსებობს, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენი ტერიტორიის სრულ დეოუკუპაციას“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ.

ზელენსკის ეს განცხადება პასუხობს გამოთქმულ წინადადებებს იმის შესახებ, რომ ომის დასასრულებლად, რომელიც უკვე მეოთხე თვეა გრძელდება, უკრაინა რუსეთთან დათმობებზე უნდა წავიდეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს მოსკოვის „დამცირება“. ემანუელ მაკრონის ეს განცხადება, უკრაინაში აღიქვეს როგორც წინადადება, რომ კიევი რუსეთის ზოგიერთ მოთხოვნას უნდა დათანხმდეს.

მაკრონის განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად, ზელენსკიმ განაცხადა - „ჩვენ არავის დამცირებას არ ვგეგმავთ, ჩვენ ვაპირებთ პასუხის გაცემას.“

უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული ომმის ამ ეტაპზე, რუსეთის მიზანი, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონის, ლუჰანსკის სრული დაკავებაა. ამისთვის მოსკოვს ქალაქ სევეროდონეცკის აღება სჭირდება. ინდუსტრიულ ქალაქში, რუსული ძალები, უკრაინული ძალების მტკიცე წინააღმდეგობას აწყდებიან.

ბრძოლა სევეროდონეცკისთვის
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:21 0:00
XS
SM
MD
LG