ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

მესამე არჩევნები ერთ წელში - მას შემდეგ, რაც წინა ორი არჩევნების შედეგად, საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება და სამთავრობო კოალიციის შექმნა ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო, ისრაელში კვლავ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წამომადგენლებს ირჩევენ.

ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, აირჩევს ახალი ვადით ბენიამინ ნეთანიაჰუს, თუ შანსს მისცემს მის მთავარ კონკურენტს, ყოფილ გენერალს, ბენი განცს.

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მოცემულ ვითარებაში, ქვეყნის საუკეთესო მმართველი თავად იქნება.

განმეორებითი არჩევნები ნეთანიაჰუმ მას შემდეგ დანიშნა, რაც აპრილში გამართული არჩევნების შემდეგ, სამთავრობო კოალიციის შექმნა ვერ შეძლო.