ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირება გამწვავდა


ისრაელის საომარმა თვითმფრინავებმა ღაზის სექტორზე საჰაერო თავდასხმა მიიტანეს. ისრაელის თქმით, მათ პალესტინელების მხრიდან სარაკეტო შეტევას უპასუხეს.

ღაზის სექტორიდან სარაკეტო თავდასხმამ თელავივის ჩრდილოეთით შვიდი ადამიანი დაჭრა. მიუხედავად ეგვიპტის მიერ მოლაპარაკებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და პალესტინელი ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებისა, დაპირისპირება მეორე დღეა, რაც გრძელდება.

ორშაბათს, ისრაელმა ღაზაში რამდენიმე სამიზნეზე საჰაერო თავდასხმა განახოციელა. მათ შორის “ჰამასის” ლიდერის ოფისზეც.

პალესტინურ მხარეს არ განუცხადებია, რომ საჰაერო თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა.

ისრაელის პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰამასის თავდასხმის დროს ვაშინგტონს სტუმრობდა. აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას მან თქვა, რომ “ისრაელი ამას არ მოითმენს, მე ამას არ მოვითმენ”.

[ისრაელი] “გააკეთებს ყველაფერს რაც საჭიროა საკუთარი ხალხის და სახელმწიფოს დასაცავად”, - თქვა ნეთანიაჰუმ.

საჰაერო თავდასხმა ცენტრალურ ისრაელზე, უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მეორეა. თავდასხმის გამო, ნეთანიაჰუს ვაშინგტონში ვიზიტის ადრე დასრულება მოუწია.

გაეროს გენერალურმა მდივაანმა, ანტონიო გუტერეშმა, ორშაბათს განაცახადა, რომ გაერო “ღრმად შეშფოთებულია უკანასკნელი მოვლენებით” ღაზის სექტორში. მან ჰამასის მიერ საჰაერო თავდასხმას “სერიოზული და მიუღებელი ძალადობა” უწოდა და მოუწოდა ორივე მხარეს “აჩვენონ მაქსიმალური თავშეკავება”.

დაპირისპირებამ გაზარდა შიში, რომ კონფლიქტი შესაძლოა გამწვავდეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელში ორ კვირაში საყოველთაო არჩევნები გაიმართება

Facebook Forum

XS
SM
MD
LG