ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში კიდევ ერთი ვადამდელი არჩევნები დაინიშნა


ისრაელის პარლამენტმა საკუთარი თავის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო და უპრეცედენტო, მიმდინარე წელს მეორე ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვერ შეძლო ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირება.

კანონმდებლებმა ხმა მისცეს დაშლის გადაწყვეტილებას და 17 სექტემბერს ახალი არჩევნების დანიშნვას.

ნეთანიაჰუს ახალი მთავრობის ფორმირებისთვის ვადა ოთხშაბათამდე ჰქონდა. მას იმედი ჰქონდა, რომ შეძლებდა მთავრობის შემადგენლობაში ყოფილიყო ქვეყნის სამივე წამყვანი პარტია, თუმცა მოლაპარკებები მაშინ ჩაიშალა, როდესაც ნეთანიაჰუმ და ულტრა-ორთოდოქსებმა უარი თქვეს გაეთვალისწინებინათ მესამე პარტიის ლიდერის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოთხოვნა. ყოფილი მინისტრი ითხოვდა ნება მიეცათ ულტრა-რელიგიური ებრაელებისთვის ისრაელის არმიაში ისევე ემსახურათ, როგორც ამის საშუალება სხვა ახალგაზრდებს აქვთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG