ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუს მეტოქე ბენი განცია - ისრაელში არჩევნები დაიწყო


ბენი განცი, ისრაელის არმიის ყოფილი გენერალი, პარტიის "ლურჯი და თეთრი" ლიდერი

დღეს ისრაელში საპარლამენტო არჩევნებია, რომელზეც ქვეყნის ლიდერის ბედი წყდება. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს 10-წლიან ძალაუფლებას წელს სერიოზული მეტოქე გამოუჩნდა.

გამოკითხვების მიხედვით, ცენტრისტულ პარტიას "ლურჯი და თეთრი" საპარლამენტო არჩევნების მოგების ისეთივე შანსები აქვს, როგორც ნეთანიაჰუს მემარჯვენე "ლიკუდის" პარტიას.

"ლურჯი და თეთრის" ლიდერია 59 წლის ბენი განცი, ისრაელის არმიის გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი.

გამარჯვებული პარტია ისრაელის მომავალ მთავრობას ჩამოაყალიბებს. ამისთვის, 120-ადგილიან ქნესეთში 61 მანდატის მოპოვებაა საჭირო. გამარჯვების შემთხვევაში, 69 წლის ნეთანიაჰუ ქვეყანას მე-5 ვადით ჩაუდგება სათავეში.

10 720-მდე საარჩევნო უბანი დილის 7 საათიდან ღამის 10 საათამდეა გახსნილი. ხმის მიცემის უფლება ისრაელში (აღმოსავლეთ იერუსალიმის და მდინარე იორდანეს დასავლეთი სანაპიროს ჩათვლით) მცხოვრებ, ნებისმიერ ისრაელის მოქალაქეს აქვს, ვისაც 18 წელი შეუსრულდა. ისრაელის კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნიდან უცხოეთში ემიგრირებულ მოსახლეობას ხმის მიცემის უფლება არ აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG