ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზაკერბერგი ტრამპსა და კრიტიკოს კონგრესმენებს შეხვდა


"ფეისბუქის" აღმასრულებელი დირექტორი მარკ ზაკერბერგი პრეზიდენტ ტრამპსა და მისი კომპანიის პრაქტიკის რამდენიმე კრიტიკოს კანონმდებელს პირადად შეხვდს.

დონალდ ტრამპმა "სასიამოვნო შეხვედრის" ფოტო საკუთარ "ტვიტერ" გვერდზე განათავსა.

"ფეისბუქის" პრეს-სპიკერმა თქვა, რომ კომპანიის დამფუძნებელი ხუთშაბათს ვაშინგტონში იმყოფებოდა, რათა კანონმდებლებს შეხვედროდა და "მოესმინა იმ საკითხების შესახებ, რაც მათ აწუხებთ, ისევე როგორც სამომავლო ინტერნეტ-რეგულაციების თაობაზე სასაუბროდ".

ზაკერბერგმა მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა მოისმინა რესპუბლიკელი სენატორის, ჯოშ ჰოულისგანაც.

ჰოული ამბობს, რომ მან ზაკერგბერგს იმის დამტკიცება სთხოვა, მართლაც რამდენად სერიოზულად მუშაობს მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონკურენციის საკითხებზე.

"მე მოვუწოდე მას ორი რამის გაკეთებისკენ იმისთვის, რომ დაამტკიცოს, "ფეისბუქი" ნამსვილად სერიოზულად ეკიდება მიკერძოებას, პირად უსაფრთოებასა და კონკურენციას: 1. გაყიდოს აპლიკაციები "ვოტსაპი" და "ინსტაგრამი" და 2. დათანხმდეს დამოუკიდებელი, მესამე მხარის მიერ ცენზურის საკითხებზე აუდიტის ჩატარებას. მან ორივე მოწოდებაზე უარი თქვა", - დაწერა სენატორმა შეხვედრის შემდეგ "ტვიტერზე".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG