ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2018 - სოციალური ქსელების წარმავალი დიდება


“სილიკონ ველი” წლების მანძილზე მზარდი ბაზრითა და პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა 2018 წელი ინდუსტრიისთვის მძიმე აღმოჩნდა.

მონაცემების ე.წ. “გაჟონვის” შესახებ სკანდალი, პრობლემები შეურაცხმყოფელ გამოსვლებსა და დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, უცხოური დაზვერვის მიერ მათი სერვისების გამოყენებისა და არაერთი სხვა საკითხის გამო ბევრი ადამიანი სოციალური მედიის მიმართ წელს გაცილებით უფრო სკეპტიკური გახდა, ვიდრე აქამდე იყო.

წელსვე სოციალური ქსელების გენერალური დირექტორები და სხვა ხელმძღვანელები კონგრესის წინაშე რამდენჯერმე წარდგნენ.

ლონდონი, 26 აპრილი, 2018
ლონდონი, 26 აპრილი, 2018

“2018 წელი ამ ტექნოლოგიური კომპანიებისა და მათი მომხმარებლებისთვის საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე იყო”, - ამბობს პანტას სუტარდია, მონაცემთა შემნახველი ფირმის, “ლატისუორკის” აღმასრულებელი დირექტორი. “კომპანიების დიექტორები კონგრესში დაიბარეს და მათ დიდი და მნიშვნელოვანი დაპირებების გაკეთება მოუხდათ, რომ გამოასწორებენ პრობლემებს მონაცემების დაცულობასთან დაკავშირებით, თუმცა მათ ეს ჯერაც ვერ შეძლეს”.

“ფეისბუქი” ყველაზე მწვავედ მოექცა ყურადღების ცენტრში. სოციალური მედიის გიგანტი განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკურმა საკონსულტაციო კომპანიამ მისი მილიონობით მომხმარებლის მონაცემები თავისი მიზნებისთვის გამოიყენეს.

გაზაფხულზე, მარკ ზაკერბერგი, “ფეისბუქის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, როგორც პრესაში წერდნენ “მონანიების გზას დაადგა” და მომხმარებლებს გამუდმებით ჰპირდებოდა, რომ კომპანია მათ მონაცემებს უკეთ დაიცავდა. კალიფორნიაში დაფუძნებულ ფირმას ბევრი სხვა პრობლემაც დაატყდა თავს, როდესაც მონაცემთა გამჟღავნების გამო მათი მომხმარებლების ინფორმაცია დაუცველი გახდა. “ფეისბუქის” მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გამწვავდა მას მერე, რაც სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ყალბმა ინფორმაციამ შრი ლანკასა და მიანმარში ძალადობრივი ქმედებები წაახალისა.

“ამერიკის უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიები თავისუფლების სამსახურშია თუ პირიქით, მას მანიპულაციის იარაღად იყენებენ? - ეს კითხვა კონგრესში გამართული მოსმენისას წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, კალიფორნიელმა კონგრესმენმა კევინ მკკარტიმ დასვა, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეჭვებსა და შიშებს, რომ სოციალური მედიის ძალა და შესაძლებლობები ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის, ქვეყნისა თუ ინტერესთა სხვა ჯგუფის საკეთილდღეოდ გამოიყენება და ადამიანებს საკუთარ მონაცემებზე კონტროლსა და ღირსებას ართმევს. ამავე წელს ბევრისთვის შემაშფოთებელ მოვლენათა შორის ისიც იყო, რომ უცხო ქვეყნის ოპერატიულმა სამსახურებმა სოციალური ქსელები ფარულად დამაპირისპირებელი და ხშირად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის გამოიყენეს როგორც ამერიკაში, ისე მსოფლიოში.

​"მნიშვნელობა არ აქვს, ვის საკეთილდღეოდ მუშაობენ ისინი", - ამბობს უოლტ მოსბერგი, "უოლ სტიტ ჯორნალის" ყოფილი ავტორი და ტექნოლოგიის შესახებ სვეტების ავტორი. "ხალხს ის აწუხებს, რომ უცხო ქვეყენა იყენებს ჩვენს სოციალურ ქსელებს, ციფრულ პროდუქტს და სერვისებს, რომლებსაც ჩვენ ძალიან კომფორტულად ვიყენებთ. და ახლა ისინი ამას ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ".

მონაცემთა დაცულობისა და დეზინფორმაციის გარდა, დიდი დისკუსიების საგანი იყო სიძულვილის ენა და სხვა ინფორმაცია, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება. სოციალური მედიის კომპანიებმა "იუთუბმა", "ტვიტერმა" და "ინსტაგრამმა" რეგულაციები გაამკაცრეს იმ სიტყვებზე, ფრაზებზე და გამოხატვის ფორმებზე, რომლებითაც ინფორმაცია მათ ქსელებში ვრცელდება.

ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლებმა მათი ფირმების მთავრობასთან არსებული კონტრაქტები გააპროტესტეს, "გუგლის" თანამშრომლებმა ქალი კოლეგების მიმართ არსებული პრაქტიკის წინააღმდეგ გაილაშქრეს, მონაცემთა ბაზებისა და შემნახველი სისტემების მმართველმა კომპანიებმა წესები გაამკაცრეს და უსაფრთხოება გააძლიერეს. თუმცა, სოციალური ქსელების მომხმარებლები კიდევ უფრო მეტ და სერიოზულ ცვლილებებს ელიან. მათ უფრო მეტი დაცულობა, უსაფრთხოება, სანდოობა და გარანტიები სჭირდებათ. თანაც ისე, რომ ეს ყველაფერი მიღწეული იყოს სიტყვისა დ აგამოხატვის თავისუფლების შეზრუდვის გარეშე.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG