ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზიმბაბვეს ახალმა პრეზიდენტმა ფიცი დადო


დღეს ზიმბაბვეში პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. საინაუგურაციო სიტყვაში ემერსონ მნანგაგვამ წინამორბედი შეაქო და პირობა დადო, რომ მომავალ წელს დანიშნულ არჩევნებს დემოკრატიულად ჩაატარებს. პირველ საჯარო გამოსვლაში, ახალმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ზიმბაბველები წარსულის ტყვეობაში არ უნდა დარჩნენ.

ემერსონ მნანგაგვა ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბეს 37 წლიანი მმართველობის დასრულების შემდეგ გახდა.

მნანგაგვამ ყოფილ პრეზიდენტს „ერის მამა“ უწოდა, რომელმაც მისი თქმით მმართველობისას შეცდომები დაუშვა.

ჰარარეს ეროვნულ სტადიონზე შეკრებილ 60 000 ზიმბაბველს ახალმა პრეზიდენტმა უთხრა, რომ მისი მისია „დიადი ქვეყნის აღმშენებლობაა.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG