ზიმბაბვეს მმართველი ზანუს პარტია პრეზიდენტ მუგაბეს ორშაბათს, შუადღის 12 საათამდე აძლევს ვადას გადადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის იმპიჩმენტის წინაშე დადგება. ეს განცხადება პარტიაში კვირას გაკეთდა.
მმართველი პარტიის ხელმძღანელებმა ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგუა დანიშნეს პარტიის ლიდერად. იგი მუგაბემ ორი კვირის წინ გაათავისუფლა თანამდებობიდან.
მმართველმა პარტიამ თანამდებობიდან დაითხოვა რობერტ მუგაბეს მეუღლე-გრეის მუგაბე, რომელიც ზანუს პარტიის ქალთა ლიგას ხელმძღვანელობდა.
შაბათს, დედაქალაქ ჰარარეს ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. ისინი მუგაბეს გადადგომას მოითხოვდნენ.
Facebook Forum