ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზიმბაბვეში მუგაბეს გადადგომას ზეიმობენ


ათასობით ზიმბაბველი გამოვიდა ქუჩაში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. 93 წლის მუგაბე ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 1980 წლიდან მოყოლებული, 37 წლის მანძილზე მართავდა.

გადადგომის თაობაზე დაწერილი განცხადება, რომელიც "ძალაში დაუყოვნებლივ შედის", პარლამენტის სპიკერმა წაიკითხა. მასში მუგაბე ამბობს, რომ გადაწყვეტილება თავისი ხალხის "საკეთილდღეოდ და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მიზნით" მიიღო.

პარლამენტი სპიკერის სიტყვებს ტაშით და მილოცვებით შეეგება. გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მუგაბემ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG