ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზიმბაბვეს პოლიტიკური მომავალი გაურკვეველია


მეორე დღეა, ზიმბაბვე პოლიტიკური გაურკვევლობის წინაშე დგას. ვრცელდება ხმები, თუ თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ, პრეზიდენტი რობერტ მუგაბე როგორ და როდის დათმობს მართვის ბერკეტებს.

სამშაბათს, სამხრეთ აფრიკის ამ ქვეყანაში, სამხედროებმა სწრაფი და უსისხლო ოპერაცია ჩაატარეს და ქვეყნის კონტროლი ხელში აიღეს. მათ მუგაბე შინაპატიმრობაში აიყვანეს. წყაროების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ქვეყნის მეთაური მუგაბე, რომელიც 93 წლისაა, გადადგომაზე და გარდამავალი მთავრობისთვის ხელისუფლების გადაცემაზე უარს აცხადებს. სხვადასხვა გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყოფილი ვიცე პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერი ნებაყოფლობითი გადასახლებიდან დაბრუნდნენ, რათა ახალ მთავრობაში იმუშაონ.

როიტერის სააგენტო იუწყება, რომ მუგაბე და მისი მეუღლე, გადაყენებული პრეზიდენტის ჰარარეს რეზიდენციაში ჰყავთ დაკავებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG