ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზიმბაბვეს კანონმდებლები ქვეყნის მმართველის, რობერტ მუგაბეს წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავენ. პრეზიდენტმა მუგაბემ უგულვებელყო პოსტის დასატოვებლად მიცემული ვადა.

იმპიჩმენტის მომზადებას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება. ბრალდებებს შორის სახელდება ძალაუფლების გადამეტება საკუთარი მეუღლის, გრეის მუგაბეს პრეზიდენტის პოსტზე წარდგენის გზით.

93 წლის მუგაბე ჯერჯერობით, თავისი ნებით ოფისის დატოვების არანაირ ნიშანს არ ამჟღავნებს. მას შემდეგ, რაც არმიამ სახელმწიფო ინსტიტუტების შენობები დაიკავა, ის შინაპატიმრობაში იმყოფება. მუგაბე ზიმბაბვეს 1980 წლიდან მართავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG