ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზიმბაბვეს პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ ემერსონ მნანგაგვა პარასკევს პრეზიდენტის ფიცს დადებს. ის ამ პოსტზე რობერტ მუგაბეს შეცვლის, რომელიც 37 წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გუშინ გადადგა.

მნანგაგვას ზიმბაბვეში დაბრუნებას დღეს ელოდებოდნენ. ის პრეზიდენტმა მუგაბემ 6 ნოემბერს ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც მნანგაგვამ ქვეყანა დატოვა.

ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეში მოსახლეობა მუგაბეს მმართველობის დასრულებას ქუჩაში ცეკვით და სიმღერით აღნიშნავდა.

93 წლის მუგაბე ზიმბაბვეს 1980 წლიდან, ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მართავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG