ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება იემენის იარაღის ქარხანაში


აფეთქება იემენის იარაღის ქარხანაში
აფეთქება იემენის იარაღის ქარხანაში

იემენის ხელისუფლების განცხადებით იარაღის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 50 ადამიანია დაღუპული. აფეთქება აბუანის პროვინციაში ქალქ ჯაარის მახლობლად მოხდა. ქარხანაში ერთი დღით ადრე ისლამისტი ამბოხებულები შევიდნენ. იემენის მთავრობის თქმით, ამბოხებულებმა ასევე ქალაქ ჯაარში სამთვრობო შენობებიც დაიკავეს. სავარადოდ, ალ-ყაიდას მოკავშირე ამბოხებულებმა იემენის ცენტრალრი პროვონცია მარუბსაც შეუტიეს. თავდასხმის დროს იემენის არმიის ექვსი ჯარისკაცი მოკლეს. ამბოხებულთა პარალელურად, იემენის პრეზიდენტის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება. დემონსტრანტები ალი აბდულა სალეს 32 წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG