ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში ანტი-სამთავრობო გამოსვლები არ წყდება


იემენში ანტი-სამთავრობო გამოსვლები არ წყდება

იემენში ანტი-სამთავრობო გამოსვლები არ წყდება. დემონსტრანტები გარდამავალი პერიოდისთვის სათათბიროს შექმნას მოითხოვენ, რომელიც ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე იზრუნებს.

მძიმედ დაშავებული ქვეყნის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი ამასობაში საუდის არაბეთში სამკურნალოდ იმყოფება.

საპროტესტო დემონსტრაციები დღეს დედაქალაქ სანაში დროებითი ლიდერის რეზიდენციის წინ გაგრძელდა. იემენს ვიცე-პრეზიდენტი აბდ ალრაბ მანსურ ჰადი უდგას სათავეში. სამთავრობო შენაერთებმა დემონსტრანტების მიერ რეზიდენციასთან განლაგებული კარვებისგან ტერიტორია გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG