ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სურსათის ნარჩენების პრობლემა


ყოველწლიურად მსოფლიოში ნაწარმოები საკვები პროდუქტის მესამედზე მეტი ნარჩენებად იქცევა და უვარგისი ხდება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ახალი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში წარმოებული საკვები პროდუქტის ნახევარი უვარგისი ხდება და ნაგავში იყრება. ბრიტანეთის მექანიკური ინჟინერიის ინსტიტუტის განცხადებით, გლობალური სურსათის სიმცირის პირობებში საკვები პროდუქტების ნარჩენების შემცირება მნიშვნელოვანი საკითხია.

ყოველწლიურად მსოფლიო ოთხ მილიარდ ტონამდე საკვებ პროდუქტს აწარმოებს. აქედან ერთ მესამედზე მეტი ნარჩენებად იქცევა და უვარგისი ხდება. კოლინ ბრაუნის თქმით, თუ სურსათის დროულად შენახვის და ტრანსპორტირების პრობლემა მოგვარდება, ეს საკითხი თავისთავად გადაიჭრება:

„პროდუქციის შენახვის და ტრანსპორტირების წესების დაცვით, მსგავსი პრობლემის გადაჭრა იოლად ხერხდება. ნორმალური ინფრასტრუქტურის,რკინიგზის მომსახურების და გადაზიდვის პირობებში, სურსათს ვადის გასვლის და გაფუჭების საფრთხე არ ემუქრება.“

ახალი ანგარიშის მიხედვით, ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა ევროპა და შეერთებული შტატები, პროდუქცია მომხმარებლამდე თითქმის ყოველთვის აღწევს. თუმცა მილიონობით ტონა პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის ან გარეგნული ფორმის გამო ნაგავში მაინც იყრება.

„სუპერმარკეტებში მაღალი სტანდარტებია და პროდუქტს ხშირად უფრო გარეგნული ნიშნით და არა ვარგისიანობით აფასებენ.“

რიჩარდ დოდი ბრიტანეთის საცალო ვაჭრობის დეპარტამენტს წარმოადგენს. მისი სამსახური სუეპრმარკეტების მუშაობას აკონტროლებს:

„ევროპის ბაზარს საკუთარი წესები აქვს და მომხმარებელი ამას შეგუებულია. ახალი წესების მიხედვით, 2009 წლიდან ევროპის სუპერმარკეტებში 26 სახის საკვები პროდუქტი გაყიდვიდან ამოიღეს.“

მსოფლიოს საქველმოქმედო ორგანიზაციები სურსათის ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებულ ახალ ანგარიშს დადებითად შეხვდნენ. სააგენტო „გადაარჩინე ბავშვები“ აცხადებს, რომ მსოფლიოში ბავშვების დასაპურებლად საკმარისი საკვები პროდუქტი არსებობს. თუმც სტატისტიკით სამ მილიონამდე ბავშვი ჩვენს პლანეტაზე გამუდმებით შიმშილობს:

„მოსახლეობის მატება პროდუქტზე მოთხოვნილებასაც ზრდის. არ არის საჭირო მთელს მსოფლიოში ტყეები გავკაფოთ და ყველგან მარცვლეული დავთესოთ. უბრალოდ უნდა გავუფრთხილდეთ საკვებ პროდუქტებს და მისი უკეთესად შენახვის გზები უნდა მოვიძიოთ.“

2075 წელს დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა 9 მილიარდს გადააჭარბებს. აქედან გამომდინარე სურსათის ნარჩენების შემცირებაზე ზრუნვა მსოფლიომ ახლავე უნდა დაიწყოს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG