ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შიმშილი აფრიკაში


შიმშილი აფრიკაში

სომალი, ეთიოპია და კენია შიმშილის ზღვარზე იმყოფება. ექსპერტების აზრით აფრიკის ქვეყნების დასახმარებლად გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარება აგვიანებს.

ლონდონში მოქმედი საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელი, ბატონი ოქსფემი, აცხადებს, რომ დონორმა ქვეყნებმა აღთქმული დახმარება რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააგზავნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დღეებში შესაძლოა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილით დაიღუპოს.

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების რაოდენობა სამ მილიონს აღემატება და პროგრამებს მარაგის დეფიციტის შესავსებად 55 მილიონი ამერიკული დოლარი სჭირდებათ.

გუშინ აფრიკის კავშირმა განაცხადა, რომ შემდეგ კვირას ადის აბებაში ის სპეციალურ სამიტს გამართავს, რომელზეც 12 მილიონი აფრიკელისთვის ფონდების მოზიდვის გზებს დასახავენ. გაერომ სამხრეთ სომალის ორ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ შიმშილი შესაძლოა მიმდებარე რეგიონებშიც გავრცელდეს.

XS
SM
MD
LG