ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში გვალვით გამოწვეულ შიმშილს ელიან


ავღანეთში გვალვით გამოწვეულ შიმშილს ელიან

გაერომ ავღანეთის დასახმარებლად 142 მილიონი დოლარი მოითხოვა, მაგრამ დღეისათვის საერთაშორისო დონორების მიერ ამ თანხის მხოლოდ 7%-ია დაფარული.

ჰუმანიტარული ორგანიზაციების განცხადებით, ამ ზამთარს ავღანეთში 3 მილიონი ადამიანი შიმშილობის ზღვარზე აღმოჩნდება.

ამ ორგანიზაციების ინფორმაციით, წლევანდელმა გვალვამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ფაქტიურად სურსათ-სანოვაგის გარეშე დატოვა.

საკვებზე ფასი იმდენად გაიზარდა, რომ ზოგიერთი ოჯახი საერთოდ აიყარა საცხოვრებელი ადგილიდან, სკოლები კი დაცარიელდა, რადგან ბავშვები იძულებულნი არიან საარსებო მინიმუმის მოპოვების მიზნით ფიზიკურად იშრომონ.

გაერომ ავღანეთის დასახმარებლად 142 მილიონი დოლარი მოითხოვა, მაგრამ დღეისათვის საერთაშორისო დონორების მიერ ამ თანხის მხოლოდ 7%-ია დაფარული.

XS
SM
MD
LG