ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენიამ მეამბოხეებს შეუტია


კენიამ მეამბოხეებს შეუტია
კენიამ მეამბოხეებს შეუტია

პარასკევს სამხრეთ სომალიში მდებარე ქალაქ გარჰარიში ალ-შაბაბის დაჯგუფების 60-ზე მეტი მებრძოლი გაანადგურეს.

კენიის ავიაციამ სომალის ტერიტორიაზე ალ-ყაიდას მებრძოლები დაბომბა, რის შედეგადაც ათობით მეამბოხე დაიღუპა. ამის შესახებ კენიის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა. მისი თქმით, პარასკევს სამხრეთ სომალიში მდებარე ქალაქ გარჰარიში ალ-შაბაბის დაჯგუფების 60-ზე მეტი მებრძოლი გაანადგურეს.

კენიის ძალები სომალიში ოქტომბერში შევიდნენ და მათ მიზანს ალ-შაბაბის მებრძოლების განდევნა წარმოადგენს, რომლებიც სამხრეთ და ცენტრალური სომალის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ. ამავდროულად ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კენიაში ტერორისტული აქტის განხორციელების საშიშროება მაღალია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG