ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის თავდასხმების შემდეგ, მსოფლიო ლიდერები აშშ-სა და ირანს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ


ერაყში ერთმანეთზე თავდასხმების შემდეგ, მსოფლიო მთავრობები აშშ-სა და ირანს მოუწოდებენ სიტუაციის დეესკალაციისკენ გადადგან ნაბიჯები.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ცონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ მიმდინარე კრიზისი არამარტო რეგიონზე, არამედ ყველაზე ახდენს გავლენას და ამ სიტუაციაში, დიალოგისთვის უნდა გამოინახოს ადგილი.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა დაგმო ოთხშაბათს, ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმები ორ ბაზაზე ერაყში. ამ ბაზებზე ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ბრიტანელი ჯარებიც მსახურობენ. ჩინეთში, კი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩართულმა მხარეებმა თავშეკავება უნდა გამოიჩინონ. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩინეთი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG