ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეამბოხეებმა დამასკოსთან საჰაერო ბაზა დაიკავეს


ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ავრცელებს

სირიელი ამბოხებულების ცნობით, დამასკოსთან ახლოს დაკავებულია შვეულმფრენების სამთავრობო ბაზა.

სირიელი აქტივისტების მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაში მეამბოხეები დამასკოდან 15 კილომეტრში, მარჟ-ალ-სულთანის საჰაერო ბაზაზე არიან გამაგრებული.

ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მონაცემებით, მეამბოხეებმა ბაზაზე თავდასხმის დროს სულ ცოტა 15 ჯარისკაცი მოკლეს და ორი შვეულმფრენი გაანადგურეს. ცენტრის ინფორმაციით, ბაზის დაკავებისას ასევე დაიღუპა 15 მეამბოხე.
XS
SM
MD
LG