ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელა შეერთებულ შტატებში ახალ ელჩს მიავლენს


ეს განცხადება ერთ კვირიან ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომლის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

სავარაუდოდ ვენესუელა შეერთებულ შტატებში ახალ ელჩს დაასახელებს, ერთი კვირის თავზე რაც კარაკასმა სამი ამერიკელი დიპლომატი სტუდენტ დემონსტრანტებთან თანამშრომლობის ბრალდებით ქვეყნიდან გააძევა.

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ელჩს შეერთებულ შტატებში შეარჩევს, რადგან მას ამერიკის შეერთებულ შტატებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება სურს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვენესუელის ახალი ელჩის სავარაუდო გამოცხადება მოსდევს ერთ კვირიან ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციებს, რომელთა შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG