ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელაში დემონსტრაციები გრძელდება


ვენესუელაში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებმა დედაქალაქ კარაკასში და ქვეყნის რამდენიმე მსხვილ ქალაქში ბარიკადები აღმართეს, საგზაო მოძრაობა გადაკეტეს და ქუჩებში ხანძრები გააჩინეს.

პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, 12 თებერვლის შემდეგ, დემონსტრაციები იმართება ქვეყნაში არსებული მძიმე დანაშაულებრივი ფონისა და ეკონომიკური პრობლემების გამო.

ოპოზიციის განცხადებით, სამთავრობო ძალებთან შეიარაღებული შეტაკებების გამო დაღუპულია სულ ცოტა 11 და დაშავებულია 130-ზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG