ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელაში საპროტესტო აქციები დაიწყო


ოპოზიციის ლიდერმა ლეოპოლდო ლოპესმა გადაწყვეტილება მიიღო ანტისამთავრობო აქციას შეუერთდეს

ვენესუელის ოპოზიციის წევრები კარაკასში დემონსტრაციას გეგმავენ, როდესაც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მხარდამჭერები დედაქალაქში საპროტესტო აქციის მოწყობას აპირებენ.

ოპოზიციის ლიდერმა ლეოპოლდო ლოპესმა გადაწყვეტილება მიიღო ანტისამთავრობო აქციას შეუერთდეს, რაც სამართალმდაცავებისთვის ჩაბარების ტოლფასია.

აღსანიშნავია, რომ ლოპესი პოლიციას მას შემდეგ ემალებოდა, რაც სამართალმდაცავებმა მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღეს.
პრეზიდენტი მადურო ოპოზიციის ლიდერს ძალადობასა და შეერთებულ შტატებთან კონსპირაციულ ურთიერთობაში ადანაშაულებს, რაც მისი თქმით , ხელისუფლებიდან მის გადაყენებას ისახავს მიზნად.

ანტისამთავრობო გამოსვლებს უკვე ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერლა.ლოპესის პარტიამ ხალხში პოპულარული იმით მოიპოვა, რომ ინფლაციას, საკვები პროდუქტების სიმცირეს და ქვეყანაში გამეფებულ ძალადობას აპროტესტებს.

გუშინ პრეზიდენტმა მადურომ ვენესუელაში შეერთებული შტატების საელჩოს სამი თანამშრომლის გაწვევა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ვაშინგტონმა ოპოზიციის ლიდერის ლეოპოლდო ლოპესის დაცვა გადაწყვიტა.
XS
SM
MD
LG