ერთობლივმა, ამერიკულ-ევროპულმა კოსმოსურმა ზონდმა, მზის პოლუსების რეგიონის პირველი გამოსახულებების მისაღებად, ისტორიული მისია დაიწყო.
1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების მზის ორბიტული აპარატი, კვირა ღამით, ამერიკის კოსმოსური აეროდრომიდან, ფლორიდის შტატის კანავერალის კონცხიდან გაუშვეს. მინი-ავტობუსის ზომის კოსმოსური აპარატი, მზის მიმართულებით მოძრაობის დაწყებამდე, სოლარულ პანელებს და ანტენებს გაშლის. მზის მიმართულებით მოძრაობას, დედამიწის და ვენერის გრავიტაციული ძალები დაეხმარება.
მზის ორბიტული აპარატის 10 წელიწადზე გათვლილი მისია, მკვლევარებს მზის ქარების წარმოშობის გაგებაში დაეხმარება. ეს ქარები, მზის პოლუსებთან უაღრესად კონცენტრირებული, დამუხტული ნაწილაკების ქაოსური მასაა, რომელიც მზის სისტემაში გაიტყორცნება და გავლენას ახდენს ხელოვნურ თანამგზავრებზე და დედამიწაზე არსებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე.
მოელიან, რომ მისიის ფარგლებში, ასევე შეეცდებიან მეტი გაიგონ კოსმოსში ასტრონავტების რადიაციისგან დაცვის საკითხზე, რადიაციისგან, რომელსაც „დნმ“- ის შეცვლა შეუძლია.
მზის ორბიტული აპარატი შეუერთდება შეერთებული შტატების კოსმოსურ სააგენტო „ნასას“, პარკერის მზის ზონდს, რომელიც 2018 წელს გაუშვეს და მზეს საშიშად ახლო მანძილზე მიუახლოვდება, რათა მისი საიდუმლოებები გამოამჟღავნოს.
პარკერის მზის ზონდი მზის გვირგვინისკენ, ანუ გვირგვინის მსგავს გარე ატმოსფეროსკენ მიფრინავს და მზის ზედაპირიდან დაახლოებით ექვსი მილიონი კილომეტრის მანძილზე აღმოჩნდება.
Facebook Forum