ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნასა მზეზე მისიისთვის ემზადება


ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA) იუწყება, რომ მომავალ წელს მზის ატმოსფეროში კოსმოსურ ხომალდს გაუშვებს.

ნასამ ამ მისიის შესახებ დღეს ჩიკაგოს უნივერსიტეტში გამართულ ცერემონიაზე განაცხადა, რომელიც ასტრო-ფიზიკოს ევგენი პარკერს ეძღვნებოდა. მის სახელსვე ეძღვნება სოლარული ექსპედიცია.

ექსპედიციამ მზის სისტემაში მიმდინარე აქტივობების შესახებ უნდა მოაგროვოს ინფორმაცია. მეცნიერები ელიან, რომ ეს ინფორმაცია უკეთეს წარმოდგენას შეგვიქმნის კოსმოსის ამინდზე, რაცდედამიწაზე ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.

ის მზის ზედაპირზე 4 მილიონი მილის რადიუსზე შეაღწევს, რაც დაახლოებით რვაჯერ აღემატება აქამდე მზესთან დაახლოებულ მანძილს. ადამიანისთვის გაუსაძლისი მაღალი ტემპერატურის გამო ექსპედიცია უპილოტო იქნება. ხომალდის 12-სანტიმეტრი სისქის ჯავშანმა 1300 გრადუსს უნდა გაუძლოს.

„ეს ექსპედიცია პასუხებს გასცემს კითხვებს, რომლებიც მეცნიერებს უკანასკნელი 60 წელია აქვთ,“ ამბობს მისიის მეცნიერი ნიკოლ ფოქსი.

„ეს ხომალდი აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიური გამოგონებებით, რაც დაგვეხმარება მზეზე გაცილებით მეტი გავიგოთ, გავიგოთ ის, თუ რატომ არის მზის გვირგვინი მის ზედაპირზე გაცილებით ცხელი.“

პარკერი პირველი მეცნიერი იყო, რომელმაც ახლა „სილარული ქარის“ სახელით ცნობილი მოვლენის შესწავლა დაიწყო, მისმა კვლევებმა საფუძვლიანად შეცვალა მეცნიერების წარმოდგენა ვარსკვლავების და მათ გარშემო არსებული ორბიტების ურთიერთობის შესახებ.

ექსპედიცია 2018 წლის აგვისტოშია დაგეგმილი და ის 2025 წლის ივნისამდე გასტანს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG