ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რელიგიის თავისუფლება ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებშია


რელიგიის თავისუფლების იდეის უცხოეთის ქვეყნებში დამკვიდრება ამერიკული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, რელიგიის თავისუფლება შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის. ამასთან, რელიგიის თავისუფლების იდეის უცხოეთის ქვეყნებში დამკვიდრება ამერიკული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია.

„რელიგიის თავისუფლება მთელი მსოფლიოს მასშტაბით საფრთხის ქვეშ არის და ჩემი სურვილია დღეს ყურადღება ამაზე გამახვილდეს. ჩვენ მომსწრე ვართ ხელისუფლებების, რომლებიც სხვადასხვა რწმენის მიმართ დისკრიმინაციას და ძალადობას ეწევიან. ზოგჯერ ვხედავთ, თუ როგორ ირგებენ რელიგიას იმისთვის, რომ სიძულვილი დანერგონ და დასაჯონ ხალხი იმისათვის, თუ რას წარმოადგენენ ისინი, როგორ ლოცულობენ და ვინ უყვართ“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღეს ვაშინგტონში გამართულ ტრადიციულ საუზმეზე შეკრებილ მრავალი ქვეყნის პოლიტიკოსებს, თუ რელიგიური სფეროს ლიდერებს მიმართა. მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც სარწმუნოების სახელით მეორეს ტკივილს მიაყენებს, ღმერთთან ურთიერთობას საკუთრი ხელით ანადგურებს. საზეიმო წვეულების ტრადიციას ამერიკაში საფუძველი 1953 წელს ჩაეყარა.
XS
SM
MD
LG