ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა: სექსუალური ძალადობა ჯარში უნდა აღმოიფხვრას


ობამამ მოუწოდა მომავალ ოფიცრებს გამოიჩინონ სიმხნევე და მორალური ვაჟკაცობა ჯარში სექსუალური ძალადობის აღმოფხვრის საქმეში.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ამერიკულ ჯარში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს სექსუალური ძალადობა. ამის შესახებ პრეზიდენტმა მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში, სამხედრო საზღვაო აკადემიაში, კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას ისაუბრა.

ობამამ მოუწოდა მომავალ ოფიცრებს გამოიჩინონ სიმხნევე და მორალური
ვაჟკაცობა ჯარში სექსუალური ძალადობის აღმოფხვრის საქმეში. მისი განცხადებით, რამდენიმე ადამიანის მიერ ჩადენილმა აღმაშფოთებელმა საქციელმა დაღი არ უნდა დაასვას არმიაზე.

XS
SM
MD
LG