ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ობამას ყოველწლიური მიმართვა


სამშაბათს პრეზიდენტი ობამა ერს კაპიტოლიუმიდან მიმართავს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:10 0:00
ბმული
თეთრი სახლის პრეს-სპიკერის ჯეი კარნის განცხადებით, პრეზიდენტობის მეექვსე წელიწადს ბარაკ ობამა გეგმავს, ყურადღება ძირითადად მდიდარ და ღარიბ ამერიკელებს შორის გაჩენილ უფსკრულზე გაამახვილოს.

„პრეზიდენტისთვის ეს წელი მოქმედების წელია. იგი კონგრესთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, მაგრამ თუ საჭირო გახდა, მათი მხარდაჭერის გარეშეც შეეცდება, საშუალო ფენის ამერიკელებზე იზრუნოს.“

რესპუბლიკელები ეთანხმებიან პრეზიდენტ ობამას იმ საკითხში, რომ ეკონომიკას ახალი შესაძლებლობების მიცემა სჭირდება. თუმცა არასწორად მიაჩნიათ პრეზიდენტის ამ საკითხისადმი ზოგადი დამოკიდებულება. სენატორმა რეი ბლანტმა ობამას ყოველწლიური მიმართვისადმი საკუთარი აზრი შემდეგნაირად გამოხატა:

„პრეზიდენტ ობამას არ სურს გააცნობიეროს , რომ ამერიკელები მისი პოლიტიკის გამო დაზარალდნენ. ადმინისტრაციის გეგმაა გაზარდოს სამთავრობო ხარჯები, გადასახადები და ვალები. ეს კი შესაძლებლობების უთანაბრო კრიზისს იწვევს. ობამას მსგავსი პოლიტიკის გამო დაზარალდა ღარიბი ფენა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.“

პრეზიდენტ ობამას ყოველწლიურ მიმართვას ოფიციალურად რესპუბლიკელი კონგრესმენი მაკმორის როდჯერსი უპასუხებს. იგი ობამას დიდი ხნის ოპონენტია:

„როდესაც ვაშინგტონი ეკონომიკური ზრდის მთავარ წინაღობად იქცევა, ეს ნიშნავს, რომ დიდი პრობლემის წინაშე ვართ.“

თეთრი სახლი რესპუბლიკელების კრიტიკას დეზინფორმაციას უწოდებს და ამ საკითხის იგნორირებას ახდენს. ჯეი კარნი აცხადებს:

„დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე დიდმა ეკონომიკურმა რეცესიამ უამრავი ამერიკელი ჩააგდო უკიდურეს სიღარიბეში. ზუსტად ამ დროს მოვიდა ქვეყნის სათავეში ბარაკ ობამა.“

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პოლარიზებულ კონგრესში ორმხრივ თანამშრომლობას ხელს არ შეუწყობს. მათი აზრით, ბარაკ ობამას მიმართვაში პოლიტიკური დაპირისპირების ძირითად მიმართულებები და რიტორიკის ნიშნები გამოჩნდება. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების წელიწადისთვის, რადგან 2014 წელს წარმომადგენელთა პალატის ყველა წევრი და სენატის ერთი მესამედი უნდა იქნეს არჩეული.
XS
SM
MD
LG