ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორის არჩევნებში დამარცხებული კანდიდატი, არჩევნების შედეგს სამართლებრივად უპირისპირდება


შეერთებული შტატების სენატში საგანგებო არჩევნებში დამარცხებიდან ორი კვირის შემდეგ, ალაბამელმა რესპუბლიკელმა როი მურმა სასამართლოში საჩივარი შეიტან, რათა შტატის საარჩევნო კომისიამ, მისი დემოკრატი მეტოქის გამარჯვება არ დაადასტუროს.

მურმა შტატის სასამართლოში საჩივარი მისი მეტოქის, დაგ ჯონსის გამარჯვებულად ოფიციალურად გამოცხადებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე შეიატანა. ჯონსმა არჩევნებში 20 ათასზე ცოტა მეტი ხმით გაიმარჯვა.

საჩივარში ნათქვამია, რომ მურმა არჩევნებში „ამომრჩევლების ხმების სისტემური გაყალბების“ გამო წააგო. საჩივარში ნახსენებია ჯეფერსონის საგრაფო, შტატის ყველაზე ხალხმრავალი ადგილი, სადაც ამომრჩეველთა მოსალოდნელზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა. ასევე, ამ საგრაფოს 20 საარჩევნო უბანზე დარღვევების ფაქტებიც არის მოყვანილი.

მურის ადვოკატები ბრალდებების გამოძიებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. მურმა მეტოქის გამარჯვების აღიარებაზე უარი განაცხადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG