ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალაბამაში სენატის არჩევნებში დემოკრატმა ბოლო 25 წელში პირველად გაიმარჯვა


ალაბამის შტატში დემოკრატმა დაგ ჯონსმა შეერთებული შტატების სენატის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატი როი მური დაამარცხა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდნეტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელ როი მურს მტკიცე მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მური სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ რამდენიმე გახმაურებული სკანდალში იყო გახვეული. ძალადობის ბრალდებები ცოტა ხნის წინ გაჟღერდა, თუმცა ისინი, სავარაუდოდ, 30 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა.

რესპუბლიკელი კანდიდატი როი მური
რესპუბლიკელი კანდიდატი როი მური

ჯონსი უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში პირველი დემოკრატი კანდიდატია, რომელმაც სენატის არჩევნებში გაიმარჯვა. ალაბამა ტრადიციულად რესპუბლიკური შტატია.

ანალიტიკოსების შეფასებით, ალაბამაში ჯონსის გამარჯვება პრეზიდენტ ტრამპისთვის დიდი სირცხვილი იყო. გარდა ამისა, სენატში ჯონსის გამარჯვებით, რითაც რესპუბლიკურ პარტიას პალატაში ერთი ხმა დააკლდა, რესპუბლიკელებს შორის არსებული დაპირისპირება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაღრმავდება.

12 დეკემბერს გამართული არჩევნები რიგგარეში, საგანგებო არჩევნები იყო. სამხრეთის შტატმა დემოკრატი ჯონსი რესპუბლიკელი ჯეფ სეშენსის მიერ გათავისუფლებულ ადგილზე აირჩია. სეშენსმა სენატი მას შემდეგ დატოვა, რაც პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზება მიიღო და შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის პოსტი დაიკავა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG