ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელი კანდიდატი დამარცხებას ჯერ არ აღიარებს


დაძაბული საარჩევნო კამპანიის შემდეგ, დემოკრატი დაგ ჯონსი ამბობს, რომ მისი რესპუბლიკელი მეტოქე სწორად მოიქცევა და დამარცხებას აღიარებს. გუშინწინ ალაბამის შტატში რიგგარეშე არჩევნები გაიმართა, რომელშიც ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად გაიმარჯვა დემოკრატმა კანდიდატმა. ჯონსი ამბობს, რომ ახლა უკვე გაერთიანების დროა.

რესპუბლიკელ კანდიდატს კი ჯერ დამარცხება არ უღიარებია. მან ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ სამხედრო და სხვა კამათო უბნების ხმების საბოლოო დათვლას ელოდება. როი მური ასევე ამბობს, რომ მისი კამპანია მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც შედეგები ოფიციალურად შეჯამდება. ამ პროცესის დასრულებას დაახლოებით 2 კვირა სჭირდება.

XS
SM
MD
LG