ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორობის კანდიდატს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ


ალაბამის შტატიდან შეერთებული შტატების სენატის წევრობის კანდიდატ როი მურს 14 წლის გოგოსთან შეუფერებელ კონტაქტში ედება ბრალი. გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" მიერ გუშინ გამოქვეყნებულ სტატიაში ლი კორფმანი მურის მიერ სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს. სტატიის მიხედვით ეს 1979 წელს მოხდა.

მური ბრალდებებს უარყოფს და სტატიაში აღწერილ ისტორიას “სრულ სიყალბეს” უწოდებს. მისი შეფასებით ეს “ვაშნგტონ პოსტის და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ნაწილია.” გუშინ გამოქვეყნებულ სტატიას მურმა “ყალბი ახალი ამბების მაგალითი” უწოდა.

მურის მიერ სექსუალურ შევიწროვებაზე კიდევ 3 ქალი საუბრობს, მაშინ მათი ასაკი 16-დან 18 წლამდე მერყეობდა.

თეთრი სახლის პრეს-მდივნის განცხადებით პრეზიდენტ ტრამპს სჯერა, რომ ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში “მური სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და განზე გადგება.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG