ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეილი: ირანის პროტესტების დროს მსოფლიო არ უნდა სდუმდეს


თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტების დემონსტრაცია ირანის პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა, 30 დეკემბერი, 2017

საგანგებო პრეს-კონფერენციაზე, ამერიკის ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გაეროსგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით გამოვა.

ელჩმა თქვა: „ჩუმად არ უნდა ვიყოთ. ირანელი ხალხი თავისუფლებას ითხოვს. თავისუფლების მოყვარე ყველა ადამიანი მათ გვერდით უნდა დადგეს.“

ირანის მთავრობის აქტიურმა კრიტიკოსმა ჰეილიმ განაცხადა, რომ არსებული ვითარების გამო, საგანგებო კრებას გაეროში და ასევე ჟენევაში არსებულ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მოიწვევს.

ჯერ უცნობია დათანხმდება თუ არა გაეროს უშიშროების საბჭო ირანში მიმდინარე დემონსტრაციების თაობაზე შეხვედრა მოიწვიოს რადგან ის, როგორც წესი, საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს და არა ქვეყნების საშინაო საქმეებს.

მის მიერ ადამიანის უფლებათა საბჭოს შერჩევამ კი შეიძლება გარკვეული დიპლომატიური უხერხულობაც გამოიწვიოს. ცოტა ხნის წინ, საბჭოს მხრიდან ისრაელის კრიტიკის გამო, ჰეილიმ ამ ორგანიზაციას „პოლიტიკის, ფარისევლობის და პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ფორუმი“ უწოდა.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების მრჩეველი ეიჩ არ მაკმასტერი
აშშ-ის ეროვნული უშიშროების მრჩეველი ეიჩ არ მაკმასტერი

გრეტა ვან სასტერენთან ინტერვიუს დროს, რომელიც ჟურნალისტმა ექსკლუზიურად „ამერიკის ხმისთვის“ ჩაწერა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩეველმა, ეიჩ არ მაკმასტერმა თქვა, რომ ირანელი ხალხი გაწბილებულია რეჟიმით, რომელიც საკუთარი ხალხის საჭიროებების დაკმაყოფილებაზე მეტად, ტერორიზმის ექსპორტით არის დაკავებული.

მრჩეველმა თქვა: „ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რეჟიმს არ მიეცეს ის რესურსები, რაც მას მომაკვდინებელი კამპანიების ჩასატარებლად სჭირდება. ეს დიპლომატიას შეეხება და ასევე სანქციებს. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ირანელი ხალხი ამ რეჟიმის ხასიათის გამო უკმაყოფილებას გამოხატავს, იმის გამო თუ რეჟიმი მას როგორ ექცევა, მაგრამ ასევე იმის გამოც, თუ როგორ ექცევა დანარჩენ მსოფლიოს.“

თვის ბოლოსთვის, როდესაც 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მორიგი, 90 დღიანი განმეორებითი სერტიფიცირების ვადა მოაღწევს, ტრამპის ადმინისტრაციას საშუალება ექნება თეირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლოს ან ახალი სანქციები დაუწესოს.

ოქტომბერში, პრეზიდენტმა ობამას დროინდელი შეთანხმების სერტიფიკაცია გააუქმა და სანქციების განსახილველად კონგრესში გადაგზავნა, მაგრამ კონგრესმა არაფერი მოიმოქმედა. ახლა, შესაძლოაკანონმდებლებს უფრო მეტი სურვილი გააჩნდეთ, რომ ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური წნეხი მიმართონ.

მაგრამ საბოლოო მიზანი რა უნდა იყოს?

თეთრი სახლის პრეს-მდივან სარა ჰაკაბი სანდერსს კითხვა დაუსვეს, ვაშინგტონს სურს თუ არა თეირანში რეჟიმის ცვლილება იხილოს.

მან თქვა: „ვფიქრობ საბოლოო შედეგი ის უნდა იყოს, რომ ირანის მოქალაქეებს და ხალხს, სინამდვილეში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები მიეცეს. მას ნამდვილად სურს დაინახოს, რომ ის ტერორის სპონსორი სახელმწიფო აღარ იქნება. ვფიქრობ, ამის ნახვა მთელს მსოფლიოს სურს.

რამდენად მოიტანს ეს დემონსტრაციები შედეგს, ამას მომავალი აჩვენებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG