ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ირანს რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს


გაეროში ამერიკის მისია აცხადებს, რომ ნიკი ჰეილი პრესკონფერენციას გამართავს ირანის მიერ მსოფლიოსა და „ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციის მცდელობების“ თაობაზე.

ჰეილი გაეროს ანგარიშის წარდგენას გეგმავს, რომელიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განხორციელებას შეეხება. შეთანხმება ამერიკას, ირანს, ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთსა და გერმანიას შორის დაიდო და ითვალისწინებდა ბირთვული რაკეტების და ბირთვული ქობინების წარმოების და გამოყენების აკრძალვას ირანისთვის. გაეროში ამერიკის მისია ამბობს, რომ ჰეილი გაასაჯაროებს იმის „უტყუარ მტკიცებულებას“, რომ ირანი არ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს და ცვდილობს საკუთარი ბირთვული საქმიანობის დაფარვას.

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის 2015 წლის შეთანხმებას ეწინააღმდეგება, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს იქნა მიღებული.

XS
SM
MD
LG